ხაშურში კაცმა დანით ცოლს რამდენჯერმე ჭრილობა მიაყენა. შსს-ში ამბობენ, რომ კაცი ცხელ კვალზე დააკავეს და ის დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო, რომელიც დამამძიმებელ გარემოებებში, ოჯახის წევრის მიმართ მოხდა.
რაც შეეხება ქალს, რუსთავი 2-თან საუბარში “ახალი კლინიკის” ექიმი ამბობს, რომ ქალს დაზიანებები ძირითადად მუცლის არეში აღენიშნებოდა და ის კრიტიკული მედიცინის განყოფილებაშია მოთავსებული.