ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელ მდივნად კობა ნაყოფია აირჩიეს. ენმ-ის ყრილობაზე პარტიის დელეგატებმა 24 მარტს დაუჭირეს მხარი ნაყოფიას კანდიდატურას.
ნაყოფიას 255-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ 9 წავიდა, ხოლო 4-მა თავი შეიკავა.
იმავე ყრილობაზე ენმ-ის დელეგატებმა პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა და თავმჯდომარე დაამტკიცეს. პოლიტიკური საბჭო პარტიის მთავარი აღმასრულებელი ორგანოა, რომელიც პარტიის საქმიანობას კოლექტიურად მართავს. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩიეს, ხოლო ახალი წევრები არიან:
- სანდრო რულოვსი,
- ზაალ უდუმაშვილი,
- მამუკა ჩიქოვანი,
- მურთაზ ზოდელავა,
- დიმიტრი შაშკინი,
- ხატია დეკანოიძე,
- ლევან ხაბეიშვილი,
- ბადრი ბასიშვილი,
- ნიკა ვაჩეიშილი,
- ლელა ჯავახაძე.
იმავე ყრილობაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს;