ახალი ამბები

ელმავალმშენებლის მუშების ხელფასის დაფარვის პროცესი დაიწყო — პროფკავშირი

22 მარტი, 2019 • 1158
ელმავალმშენებლის მუშების ხელფასის დაფარვის პროცესი დაიწყო — პროფკავშირი

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თანახმად, დამსაქმებელმა ელმავალმშენებელი ქარხნის მუშებს, რომლებიც რამდენიმე თვის კუთვნილი ხელფასების მიღებას ითხოვდნენ, სახელფასო დავალიანების გადახდა დაუწყო.

პროფკავშირების თანახმად, ინფორმაციის დადასტურების შემდეგ პროტესტის მონაწილეებმა, რომლებსაც 22 მარტის დილიდან ქარხნის ადმინისტრაციის შენობა პიკეტირებული ჰქონდათ, პიკეტი მოხსნეს, რათა “ბუღალტერიას მიეცეს საშუალება, დაიწყოს მუშების სახელფასო ანგარიშებზე ინდივიდუალურად გადარიცხვა”.

გაიგეთ მეტი:

ელმავალმშენებელი ქარხნის მუშები 6 თვის ანაზღაურების მიღებას ითხოვენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი