ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამხრეთ ოსეთში მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზაზე წვრთნები მიმდინარეობს

17 სექტემბერი, 2014 • • 1661
სამხრეთ ოსეთში მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზაზე წვრთნები მიმდინარეობს

“წვრთნების მთავარი მიზანი ბატალიონების მზადყოფნის შემოწმებაა, ასევე, დანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეთა საველე პირობებში უნარების ამაღლებაა,”- ნათქვამია სამხრეთ ოსეთის სამხედრო უწყების განმარტებაში. 

 

ოფიციალური ინფორმაციითვე, წვრთნების პროცესში მე-4 სამხედრო ბაზის ახალი შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა გამოიყენება. ასევე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უახლესი და მოდერნიზებული სამხედრო კომპლექსები. 

 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

 

მასალების გადაბეჭდვის წესი