ახალი ამბები

დოლიძემ ჯაფარიძეს უზრდელი, თარგამაძეს კი უსინდისო უწოდა

17 სექტემბერი, 2014 • • 786
დოლიძემ ჯაფარიძეს უზრდელი, თარგამაძეს კი უსინდისო უწოდა

“განსაკუთრებით ზურა ჯაფარიძის ბოლო უზრდელურ გამოსვლაზე კომენტარს აღარ გავაკეთებ. თქვენ ეტყობა დაგავიწყდათ, რომელ ტალღაზე მოვიდა ქართული ოცნება. ქართული ოცნება მოვიდა სამართლიანობის აღდგენის ტალღაზე, თქვენდამი სიძულვილის ტალღაზე, ძალიან ცუდია ეს, მე არ მომწონს, რომ ხალხს სძულხართ, მაგრამ რა გავაკეთოთ ახლა? გივი თარგამაძე გამოდის აქ და ბევრს ლაპარაკობს. მე რომ შენ ვიყო, გივი, ამდენს არ ვილაპარაკებდი, ცოტა სინდისი შემაწუხებდა, მაგრამ შენ სინდისი არ გაქვს. ნატოზე ლაპარაკობს გია ბარამიძე და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერაზე მელაპარაკება უელსის სამიტის მეორე დღეს, ოქროს ბარათი მივიღეთ ჩვენ, ასეთი მხარდაჭერა არასოდეს გვქონია, თავდაცვაზე და ირაკლი ალასანიაზე რომ ლაპარაკობთ, პირი გამოირეცხეთ, გირჩევთ,” – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

 

დოლიძის ამ განცხადებას სხდომათა დარბაზში  დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი