“ლუდის მსმელების დევნის ნაცვლად გთავაზობთ კონკრეტულ საქმეს. არსებობს ფრიდონ ბარკალაია, ის არის კანონიერი ქურდი, თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ინტენსიურად მოძრაობს საქართველოში, შემოდის და გადის თავისი პასპორტით. მინდა გითხრათ, რომ ის ახლა იმყოფება სენაკში, მისი ზედმეტსახელია “ცანციკა”. კეთილი ინებოს პოლიციამ, ახლავე მოძებნოს ის და დააკავოს. ლუდის დალევაზე კი არ დააკავოს, არამედ იმაზე, რისთვისაც დასაკავებელია,”– განაცხადა თარგამაძემ.
მისივე თქმით, უმცირესობა შს მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს პარლამენტში კიდევ ერთხელ იბარებს:
“რადგან არ ხსნით, ვიბარებთ. იქნებ მოვიდეს და პასუხები მაინც გაგვცეს, არა მისმა მოადგილემ, არა ვინმე გამოგზავნილმა ადამიანმა. არაუშავს, რომ ცუდად მეტყველებს, პირობას გაძლევთ, რომ არ დავცინებთ ისე, როგორც თქვენ დასცინით პარლამენტში სტუმრობისას. მგონია, რომ თქვენც აღარ დასცინებთ, რადგან თქვენმა ფორმალურმა მეპატრონემ განაცხადა, რომ ისიც ცუდად მეტყველებს და ეს მხოლოდ და მხოლოდ ზედმეტი წესიერების ნიშანი არის. რაც შეეხება ჭიკაიძისადმი რჩევა–დარიგებას, ერთადერთი ის იქნება, რომ ხელში დანა არ ატრიალოს, ამ ხელში ალბათ სხვა რამეს დაიკავებს როგორღაც, დანას აღარ დაიკავებს.”








