ახალი ამბები

ნაცმოძრაობა რაფალიანცის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნას მოითხოვს

17 სექტემბერი, 2014 • • 1043
ნაცმოძრაობა რაფალიანცის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნას მოითხოვს

სერგო რატიანის თქმით,  საქმის ირგვლივ უფრო მეტი კითხვაა, ვიდრე პასუხი, რამაც კომისიის შექმნის აუცილებლობა განაპირობა:

 

“ორი წელია რაფალიანცის საქმის გამოძიება გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ პირადად ღარიბაშვილმა აიღო პასუხისმგებლობა ამ საქმეზე. დღეს საზოგადოებას ამ საქმეზე გაცილებით მეტი კითხვა აქვს, ვიდრე პასუხი. სწორედ ამიტომ მოვითხოვთ ამ საქმის გამოძიებაში პარლამენტის ჩართვას, რომლის პირდაპირი მოვალეობაა ზედამხედველობა გაუწიოს აღმასრულებელ ინსტიტუტებს. ჩვენ მოვითხოვთ საპარლამენტო კომისიის შექმნას.”

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშილი ამბობს, რომ პარლამენტში კომისია არ შეიქმნება:

 

“ნაციონალურ მოძრაობას” უნდა ესმოდეს, რომ ასეთი საგამოძიებო კომისია მაშინ იქმნება, როცა ჩვეულებრივ გამომძიებელს არ შეუძლია დაკითხოს ის ხალხი, რომლებიც დიდ თანამდებობაზე არიან. ეს საკითხის გაზვიადებაა. ცუდია, რომ საქმე ბოლომდე არ არის გამოძიებული, უნდა გამოიძიონ, მაგრამ აქ საგამოძიებო კომისია არაფერ შუაშია. ჩემი აზრით, უმცირესობამ ცოტა ორიენტაცია დაკარგა და გაავიდა არასერიოზულ საკითხებზე, თუმცა ეს ძალიან მნიშნელოვანი თემაა, მაგრამ ასე არ წყდება. მათ კარგად იციან, რომ ეს კომისია არ შეიქმნება. “

 

16 სექტემბერს გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც, ორი წლის წინ საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ჩვილის, ბარბარე რაფალიანცის ოჯახის ადვოკატი ლალი ბიწოშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნებაა” დამნაშავე ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმეში. ვიდეო 2014 წლის თებერვალშია ჩაწერილი, თუმცა გუშინ, “ნეტგაზეთთან” საუბრისას ბიწოშვილმა განაცხადა,  რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი