სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მერიის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა “Toyota Hilux” სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციას პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლოდ გადასცენ სარგებლობაში.
გარდა ამისა, მერია თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობას ასევე უსასყიდლოდ დროებით სარგებლობაში გადასცემს სპეციალურ ავტომანქანას ზილ-451412 (ცცისტერნა).