ახალი ამბები

საგანელიძის თქმით, დუმბაძეს პარლამენტის ვიცე–სპიკერის პოსტიდან გაიწვევენ

15 სექტემბერი, 2014 •
საგანელიძის თქმით, დუმბაძეს პარლამენტის ვიცე–სპიკერის პოსტიდან გაიწვევენ

“აჭარის დეპუტატებთან კონსულტაციების საკითხი თავისთავად დადგება. დღეს განხილული იყო მურმან დუმბაძის პარტიიდან გარიცხვის თემა, ასევე ვისაუბრეთ გარიცხვის მიზეზებზე და იმაზე, რომ ის ფრაქციას და უმრავლესობას დატოვებს. რაც შეეხება ვიცე–სპიკერის პოსტიდან გასვლის თემას, ეს საკითხი იმ ფორმით დადგება დღის წესრიგში, რასაც პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს.”

 

დავით საგანელიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობამ მიმართა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს და ამ თემაზე მუშობა უკვე დაიწყო:

 

“უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება, თუ რა ფორმას ავირჩევთ. აჭარის დეპუტაციას გადაწყვეტილებას თავს არ ვახვევთ. ვიცე–სპიეკრიდან გასვლის საკითხის ორი ვარიანტი არსებობს, ეს არის გადაყენება, ან დუმბაძე ამ თანამდებობიდან აჭარის დეპუტატებმა უნდა გაიწვიონ. რომელ პროცედურას გამოვიყენებთ, უახლოეს დღეებში გადაწყდება.”

 

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა 14 სექტემბერს თბილისში გაიმართა. პოლიტსაბჭო აჭარის  უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართულ ოცნებისა“ და აჭარის მთავრობის დაპირისპირების, ასევე, ფრაქციის მხრიდან მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხს განიხილავდა. სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მურმან დუმბაძე აჭარის მთავრობის მეთაურის საქმიანობაში ჩარევას ცდილობდა, რის გამოც პარტიის სამდივნომ მისი გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.

 

თავად მურმან დუმბაძის განცხადებით,  ის პარტიიდან კი არ გარიცხეს, არამედ თავად დატოვა პარტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი