“სოციალური მუშაკები წყვეტენ მედიაციის წარუმატებელ პროცესს და გაფიცვას აანონსებენ”, – ამის შესახებ ფეისბუკზე განცხადებას ავრცელებს სოცმუშაკების საინიციატივო ჯგუფი “სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის”.
“ამის თაობაზე, დღეს, 15 საათზე სოციალური მუშაკები სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურად მიმართავენ. ასევე ადგილზე წაიკითხავენ საჯარო განცხადებას”, – ნათქვამია განცხადებაში.