ახალი ამბები

#Trashtag – ინტერნეტ-გამოწვევას გარემოს დასუფთავებაზე საქართველოშიც შეუერთდნენ

20 მარტი, 2019 • 2300
#Trashtag  – ინტერნეტ-გამოწვევას გარემოს დასუფთავებაზე საქართველოშიც შეუერთდნენ

ინტერნეტ-გამოწვევას, რომელსაც სოციალური ქსელების მომხმარებლები მსოფლიოს მასშტაბით უერთდებიან და  ნარჩენებისგან გარემოს ასუფთავებენ, საქართველოშიც გამოეხმაურნენ.

ინტერნეტ-გამოწვევაში საქართველოდან  არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოლოგია” პარტნიორ ორგანიზაიებთან ერთად ჩაერთო და 16 მარტს ავტობანის წეროვანი-პატარა ქედას მონაკვეთი დაასუფთავეს, რომელიც მათი თქმით, ავტომობილებიდან გადმოყრილი ნარჩენებით იყო დაბინძურებული.

ვირუსული ინტერნეტ-გამოწვევა სოციალური ქსელების მომხმარებლებს მსოფლიოს მასშტაბით ნარჩენების შეგროვებას სთავაზობს. როგორც CBS წერს, ადამიანები, რომლებიც ამ გამოწვევაში არიან ჩართულნი და პლანეტის დასუფთავებაზე ზრუნავენ, საკუთარ ფოტოებს შესაბამისი ჰეშთეგით ავრცელებენ.

ვრცლად გამოწვევის სესახებ წაიკითხეთ ბმულზე:

#Trashtag გამოწვევა – სოცქსელების მომხმარებლები გარემოს ასუფთავებენ [ფოტო]

მასალების გადაბეჭდვის წესი