ნეტგაზეთი | დღეს პარლამენტში დეპუტატებს ხმის მიცემის პროცედურის ინსტრუქცია დაურიგეს დღეს პარლამენტში დეპუტატებს ხმის მიცემის პროცედურის ინსტრუქცია დაურიგეს – Netgazeti

დღეს პარლამენტში დეპუტატებს ხმის მიცემის პროცედურის ინსტრუქცია დაურიგეს

დღეს დილას საქართველოს პარლამენტში მისულ დეპუტატებს სამუშაო მაგიდებზე ხმის მიცემის პროცედურის შესახებ ამობეჭდილი ინსტრუქცია დახვდათ. ინფორმაციას და ფოტოებს ევროპული საქართველოს წევრი, სერგო რატიანი ავრცელებს.

გუშინ, 19 მარტს, საპარლამენტო უმრავლესობამ კავკასიისა და დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენება ვერ მოახერხა, რადგან ამისათვის ხმები დააკლდა.

მოგვიანებით პარლამენტის წევრებმა ეს ფაქტი ტექნიკური მიზეზებითა და გაურკვევლობით ახსნეს.

მოგვიანებით ზვიად კვაჭანტირაძე თავად გადადგა, თუმცა პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელების მომხარებლები გამოეხმაურნენ სხვადასხვა ინტერნეტ-ხუმრობებით.

“რას დავაჭირეთ ამისთანას?” – ინტერნეტის ხუმრობები კვჭანტირაძის კენჭისყრაზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.