ნეტგაზეთი | ყახაზეთის ახალი პრეზიდენტის ინიციატივით, შესაძლოა, ასტანას ნურსულთანი დაარქვან ყახაზეთის ახალი პრეზიდენტის ინიციატივით, შესაძლოა, ასტანას ნურსულთანი დაარქვან – Netgazeti
RU | GE  

ყახაზეთის ახალი პრეზიდენტის ინიციატივით, შესაძლოა, ასტანას ნურსულთანი დაარქვან

ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ინიციატივით, ყაზახეთის დედაქალაქს ასტანას, შესაძლოა, პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის სახელი დაარქვან.

გარდა ამისა, ახალმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევისთვის ძეგლის დადგმის ინიციატივაც წარადგინა. ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა 19 მარტს გადადგომის შესახებ განაცხადა. საპრეზიდენტო არჩევნებამდე პრეზიდენტის მოვალეობას ყაზახეთის სენატის სპიკერი კასიმ-ჯომარ ტოკაევი შეასრულებს.

ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთს 1990 წლიდან მართავდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი