ჯეოსელის ინფორმაციით, ხარვეზი სრულად გამოსწორებულია, ხოლო იმ ადამიანებმა, ვისი ქსელიც ჯერჯერობით კვლავ ვერ მუშაობს, მოწყობილობები უნდა გადატვირთონ.
ჯეოსელს პრობლემები საღამოს საათებში შეექმნა. ქსელში ფიქსირდებოდაა შეფერხება როგორც ხმოვან, ასევე ინტერნეტ-მომსახურებაზე.
“ჩვენს აბონენტებს ბოდიშს ვუხდით ამ დისკომფორტისთვის და უახლოეს მომავალში შევატყობინებთ ინფორმაციას ქსელთან დაკავშირებით”, – განაცხადეს კომპანიაში.
“ჩვენთან ყველაფერი გენიალურადაა” – მაგთის FB სტატუსი ჯეოსელის ხარვეზის პერიოდში