ახალი ამბები

თბილისის მერია მიკროავტობუსებზე კონტროლს ამკაცრებს

12 სექტემბერი, 2014 • • 940
თბილისის მერია მიკროავტობუსებზე კონტროლს ამკაცრებს

თბილისის მერის დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, მერიისა და “თბილისის მიკროავტობუსის” თანამშროლებით დაკომპლექტდება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მიკროავტობუსების მძღოლებს გააკონტროლებს.

 

დავით ნარმანიამ პარასკევის ტრადიციულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სამარშრტო ტაქსებს ფეხზე მდგომი მგზავრები გადაჰყავს, რაც უნდა გამოსწორდეს. ნარმანიას თქმით, შესაძლებელია, რომ იმ მიკროავტობუსებში, სადაც ადგილი არ იქნება თავისუფალი, წითელი ნიშანი ექნებათ, ხოლო იმათ, სადაც ადგილი არის – მწვანე.

 

“თბილისის მიკროავტობუსის” გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძემ განაცხადა, რომ თბილისის მოკროავტობუსს აქვს რეზერვში მყოფი მიკროავტბუსები, თუმცა მათი დამატება სამარშრუტო ხაზებზე არ მოაგვარებს აღნიშნულ პრობლემას. დავით ასანიძის თქმით, კომპანიამ ჩაატარა ექსპერიმენტი: ხაზზე გაზარდა მიკროავტობუსების რაოდენობა, თუმცა ზოგი მიკროავტობუსი იყო გადაჭედილი, ხოლო მისი მომდევნო- არა. ასანიძის თქმით, ამას ქალაქში არსებული საცობები იწვევს.

 

დავით ნარმანიამ “თბილისის მოკროავტობუსს” დაავალა, რომ გაჩერებებთან ააშენოს სველი წერტილები, რომლითაც მიკროავტობუსების მძღოლები და სხვა მოქალაქეები ისარგებლებენ. ნარმანიას თქმით, ბიოლოგიური ტუალეტების აშენებაში მერია თანადამფინანსებელი იქნება.

 

შეხვედრაზე, რომელსაც მერისა და მერის მოადგილეების გარდა თბილისის მუნიციპალიტეტის გამგებლებიც ესწრებოდნენ. გამგებლებმა “თბილისის მიკროავტობუსს” დედაქალაქის მცხოვრებლების წერილები და შენიშვნები გადასცეს. მათი წინადადებები ძირითადად ეხებოდა სამარშრუტო ხაზებისა და სამარშრუტო ტაქსების დამატებას.

 

რაც შეეხება ტარიფის დაწევას, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ტარიფი დარჩა უცვლელი. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ “თბილისის მოკროავტობუსს” დაარსების დღიდან მოგება არ ჰქონია და იმედოვნებენ, რომ 5 წელიწადში კომპანია მოგებაზე გავა. აქედან გამომდინარე, დავით ასანიძემ თქვა, რომ მათ არ შეუძლიათ მგზავრობის ღირებულების შემცირება.

 

დავით ნარმანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ისინი დაინტერესდებიან საკითხით და შეისწავლიან მას.

მასალების გადაბეჭდვის წესი