ცეცხლი სახანძრო მანქანებისთვის მიუვალ ადგილზეა გაჩენილი, რის გამოც მეხანძრეებს მის ჩასაქრობად წყალი სპეციალური ზურგჩანთებით მიაქვთ. სახანძრო სამსახურის ბრიგადები მობილიზებულია როგორც მთაწმინდის პარკში, ისე პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. მეხანძრეები ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებენ ცეცხლის ლოკალიზაციას.
სახანძრო-სამაშველო სამსახურს ხანძრის შესახებ მოქალაქე ნიკოლაიშვილმა, დაახლოებით, 13.00 საათზე შეატყობინა. სახანძროს 14 და სამაშველო სამსახურის 1 მანქანა მიმდებარე ტერიტორიაზე 13.25 საათზე გამოჩნდნენ. ამ დროისთვის დაუზუსტებელია, მთაწმინდის ტყეში რა ფართობზეა ხანძარი გაჩენილი, თუმცა ის საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს.
ამჟამად იქ იმყოფება ნეტგაზეთის კორესპონდენტიც და უახლოეს ხანში მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას.





