ახალი ამბები

ანონსი –12 სექტემბერი

11 სექტემბერი, 2014 • • 1153
ანონსი –12 სექტემბერი

09:00 შავი ზღვის მესამე საგანმანათლებლო კონფერენცია გაიხსნება: “ახალი ტექნოლოგიები საგანმანათლებლო და საკლასო შეფასებაში”. ქ. ბათუმი,  სასტუმრო „შერატონ ბათუმი“.  საკონტაქტო პირი: თეიკო ანჯაფარიძე  – 577500935;

 

09:00 სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, იუსტიციის  მინისტრი თეა წულუკიანი ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენციას გახსნის;


10:30 თბილისის მერი დავით ნარმანია პრესკონფერენციას გამართავს:მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციული ქმედებების შესახებ. შეხვედრის ადგილი: მერია ჟ. შარტავას#7;

 

11:00 “პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე  პრესკონფერენციას გამართავს: მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასება; 


11:00 პრაიმტაიმის   პრესკლუბში  სამოქალაქო  მონიტორინგის ცენტრის  წარმომადგენელი პრესკონფერენციას გამართავს  კორუფციის სქემა და ტენდერების გაყალბება კასპის რაიონში ;

 

11:00 საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი ბრიფინგს გამართავს. უშანგი ჩხეიძის #23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565


11:30 საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი სესიაშვილი ბრიფინგს გამართავს;. 

 

12:00 თბილისის მთავრობის წევრები„შპს თბილისის მიკროავტობუსის“წარმომადგენლების ანგარიშს მოისმენს; 


12:00   პრაიმტაიმის პრესკლუბში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი შოთა მალაშხია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს;

 

12:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში ექპერტი გია ხუხაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: შიდა პოლიტიკური ვითარება, საგარეო პრიორიტეტები; 

 

12:30 “პირველ პრესკლუბში” “ადამიანის უფლებათა ცენტრი” და ყოფილი პოლიტპატიმრები, ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულ პოლიტპატიმართა საქმეებზე,საიდუმლო გრიფის მოხსნასა და ხელახალი ობიექტური გამოძიების ჩატარების მოთხოვნით პრესკონფერენციას გამართავენ; 


13:00“პირველ პრესკლუბში” არასამთავრობო ორგანიზაცია “ნოვატორები”, წამლის ურეცეპტოდ გაცემასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ;

 

13:00,საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ხაბაზი ბრიფინგს გამართავს; 

 

13:30 “პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურა აბაშიძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასება. 

 

14:00 მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყება და მთაწმინდის პანთეონში დასრულდება მსვლელობა: „…დღე როცა ვერ მოკლეს ილია“;’


15:00 თბილისის მერი დავით ნარმანია ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალურ მუზეუმში , ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას  დაესწრება. შეხვედრის ადგილი: ჯავახიშვილის#7;


15:00 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სატენდერო კომისიის სხდომა გაიმართება;


16:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში საქართველოს რეფრმების ასოციაციის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პროექტს შეაჯამებს და მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშრებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს;

 

მასალების გადაბეჭდვის წესი