ამ საკითხებზე კომენტარი მედიასთან პრემიერ–მინიტრმა ბაქოში ვიზიტის დროს გააკეთა:
“ძალიან მნიშვნელოვანია ბატონი ბიძინა ივანიშვილის შეფასება. მისი თითოეული სიტყვა. ძალიან სამწუხაროა, რომ ისეთ მარტივ საკითხზე, როგორიც არის გაერო–ში გამგზავრება და ქვეყნის წარმოჩინება, გახდა ამდენი საუბრის და სპეცკულაციის მიზეზი. მაგალითს გეტყვით- მე ვკითხე პრეზიდენტ ალიევს, თუ მიემგზავრებოდა გაეროში, მან მითხრა, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავს და გზავნის უბრალოდ საგარეო საქმეთა მინისტრს.”
ღარიბაშვილის განცახდებით, მას გაერო–ში ვიზიტი რამდენიმე თვის წინ ჰქონდა დაგეგმილი:
“ვინაიდან მე მქონდა თვეების განმავლობაში დაგეგმილი მნიშვენლოვანი შეხვედრები მსოფლიო ქვეყნების არაერთ ლიდერთნ და, ამავდროულად, ვინაიდან მე ვარ აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, მთავრობამ ვიმსჯელეთ ამის თაობაზე და საჭიროდ ჩავთვლეთ, რომ ქვეყნის სახელით წარსდგეს პრემიერ–მინისტრი.”
პემიერ–მინისტრის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ამ თემაზე ორაზროვანი და დამაბნეველი განცხადებები გაკეთდა:
“აქვე მე მოვისმინე დამაბნეველი განცხადებები სხავადასხვა პიროვნებებისგან, თითქოს გაეროს ასამბლეა არის სახელმწიფოს მეთაურების შეკრების ადგილი. ეს არის აბსოლიტური ტყუილი, ვინაიდან მოწვევაში წერია, რომ ეს არის ან სახელმწიფოს, ან მთავრობის მეთაურების შეკრების ადგილი, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი კონსტიტუციური მოწყობის არის ქვეყანა. ასე რომ, მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ საქმეებზე ვფიქრობ, იმ გაჭირვებაზე და პრობლემებზე, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანაში ვერ გვარდება. ჩვენი მოსახლეობა დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და დღეს ჩვენი მთავარი კონკურენტი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. მე ამაზე ვფიქრობ და არ ვფიქრობ პრეზიდენტ მარგველშვილზე. არ ვართ აღქმული კონკურენტებად. ძალიან სამწუხაროა, თუ ვინმე აღმიქვამს მე კონკურენტად. ეს მათი პრობლემაა. ჩემი მთვარო კონკურენტი- ეს არის სიღარიბე, სიდუხჭირე, ეს არის ეკონომიკა და უმუშევრობა”.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა პრემიებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის კრიტიკაზე და განაცხადა, რომ მაღალი პრემიების გაცემა მთავრობის რეალური შეცდომა იყო:
„ეს იყო ერთ–ერთი მთავარი შეცდომა ჩვენი მთავრობის და მეორე მხრივ, სასიხარულოა, რომ რამე სხვა შეცდომა ამ ორი წლის განმავლობაში არ გვაქვს. ეს პრობლემა არსებობდა წლების განმავლობაში და ინერციით გაგრძელდა. ვაღიარებ ამ შეცდომას და ამაზე არაერთხელ მითქვამს კიდეც საჯაროდ. ჩვენ ეს გამოვასწორეთ, მოვაწესრიგეთ, პრემიების გაცემის სისტემა ჩამოვაყალიბეთ და მე დიდი იმედი მაქვს, რომ აღარ განმეორდება მსგავსი ინციდენტი,“–განმარტა პრემიერმა.
საქართველოს პრეზიდენტის ამერიკაში ვიზიტი ჩაშლილია, ამის შესახებ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა
“ეს დაპირისპირება რაც იყო, გადავიდა პრობლემურ დაპირისპირებაში. მოხდა ორგანიზებული მუშაობა პრეზიდენტის ვიზიტის საწინააღდმეგოდ. ამ მუშაობის შედეგად პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკაში არის ჩაშლილი. ეს არის არასწორი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა პრეზიდენტის ინსტიტუტის საპირისპიროდ, ეს არის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა არა ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ გამომდინარე უწყებრივი დაპირისპირებებიდან. თუ ჩვენ შევეცდებით, რომ მონოპოლიზაცია მოვახდინოთ რომელიმე ინსტიტუტში, ჩემი აზრით, მივიღებთ იმას, რაც ასე ძალიან მოგვწონდა სააკაშვილის რეჟიმში”, – განაცხადა გირგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
“ჩემი ვიზიტის დროს ვერ განხორციელდებოდა ის სამუშაო, რომელიც მას უნდა განეხორციელებინა”, – განაცხადა მარგველაშვილმა და დააამატა, რომ ვიზიტის ჩაშლის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით მიიღო.
გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ იგი მთავრობასთან დაპირისპირებული კი არ არის, არამედ მისი მანდატის ფარგლებში მოქმედებს.

