ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევმა 51 პოლიტპატიმარი შეიწყალა – 74 ოპოზიციონერი ციხეში რჩება

17 მარტი, 2019 • 1770
ალიევმა 51 პოლიტპატიმარი შეიწყალა – 74 ოპოზიციონერი ციხეში რჩება

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 16 მარტს ხელი მოაწერა 430 მსჯავრდებულის შეწყალების განკარგულებას. მათ შორისაა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული 51 აზერბაიჯანის მოქალაქე.

შეწყალება შეეხო ახალგაზრდული მოძრაობა NIDA-ს აქტივისტებს, ილკინ რუსტამზადეს, ელგიზ გახრამანს, ბაირამ მამედოვსა და გიას იბრაჰიმოვს.

ილკინ რუსტამზადე მასობრივი არეულობების ორგანიზების ბრალდებით ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად 2013 წლის მარტში დააკავეს და 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. აქტივისტი ელგიზ გახრამანი 2016 წელს 5.5 წლით იყო დაპატირებული. ბაირამ მამედოვი და გიას იბრაჰიმოვი კი 2016 წლის მაისში აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ძეგლზე ლოზუნგების დაწერის გამო 10-10 წლით დააპატიმრეს. 

ალიევის მიერ შეწყალებულთა შორის ქვეყნის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, 2005 წელს დაპატიმრებული 73 წლის ალი ინსანოვიცაა. ასევე ისმაილის მოვლენების დროს 2013 წელს დაპატიმრებული ვასიფ ისმაილოვი, ჟურნალისტი ფიქრეთ ფარმაზოღლუ და სხვა რამდენიმე პოლიტიკური აქტივისტი.

2019 წელს გამოქვეყნებულ სიაში, რომელსაც უფლებადამცველი ორგანიზაციები ადგენენ, აზერბაიჯანში 127 პოლიტპატიმარი ირიცხებოდა. ამ დროისთვის აზერბაიჯანის ციხეებში 74 პოლიტპატიმარი რჩება, მათ შორის არიან ჟურნალისტები, ბლოგერები და პოლიტიკური აქტივისტები. უფლებამდაცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ 2019 წლის შეწყალება გათავისუფლებულ პოლიტპატიმართა რაოდენობით ყველაზე უპრეცედენტოა.


თანამედროვე აზერბაიჯანის ხელისუფლება განსხვავებული აზრის,  კრიტიკისა და  ხელისუფლებისადმი არალოიალური განწყობების გამო ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს დევნის.

Freedom House-ის ახალი, 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის მაჩვენებლით რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია. აღნიშულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერია, რომ ავტორიტარიზმი ქვეყანაში სულ უფრო ღრმავდება, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის ძალაუფლება კი კიდევ უფრო ძლიერდება.

აზერბაიჯანში დაპატიმრებული ბლოგერებისა და აქტივისტების გათავისუფლებას მოითხოვენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი