ახალი ამბები

ქუთაისში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა

16 მარტი, 2019 • 1142
ქუთაისში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა

ქუთაისში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა. შემთხვევა დღეს, 16 მარტს მოხდა.

როგორც სადგურის უფროსის მოადგილემ, ვახტანგ დავითულიანმა, მედიასთან საუბრისას აღნიშნა, შემთხვევა მორიგის მიერ მარშრუტის არასათანადოდ განსაზღვრამ გამოიწვია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დავითულიანის თქმით, ინციდენტს არც მატერიალური ზარალი გამოუწვევია.

“ნეტგაზეთი” შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ მომხდართან დაკავშირებით პოლიციაში შეტყობინება არ შესულა.

განახლება[19:50] – მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა “საქართველოს რკინიგზამ”, რომელშიც ვკითხულობთ:

“დღეს საღამოს, 17სთ:50 წთ ელექტრომატარებელი #683  ქუთაისი- ბათუმი სადგურიდან გასვლამდე გოგორწყვილის ჩავარდნის გამო  ასცდა ლიანდაგს.  შემთხვევის შედეგად    მგზავრები არ დაშავებულან.  რეისი მოხსნილია მსვლელობიდან. თითოეულ მგზავრს სრულად აუნაზღაურდა მგზავრობის საფასური”.

მასალების გადაბეჭდვის წესი