ბოლო მონაცემებით, ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთჩარჩის ორ მეჩეთზე ტერორისტულ თავდასხმას 49 ადამიანი ემსხვერპლა, 40 კი დაშავდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მომხდარი მალევე შეაფასა ტერორისტულ აქტად და ახალი ზელანდიის ისტორიაში უმძიმეს მომენტად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა კი დაგმეს.
ტარანტის მიერ თავდასხმამდე გამოქვეყნებული 74-გვერდიანი “მანიფესტი” ულტრამემარჯვენე, ფაშისტური და ანტისაიმიგრაციო რიტორიკითაა გაჯერებული. დოკუმენტში საუბარია ისეთ კონსპირაციულ თეორიებზე, როგორიცაა თეთრი რასის გენოციდი და ნახსენებია “საშიში ატმოსფეროს” შექმნის საჭიროება მუსლიმებისათვის.
ამავე “მანიფესტში” ტარანტი ამტკიცებს, რომ მას ჰქონდა კონტაქტი ნორვეგიელ ტერორისტ ანდერს ბრეივიკთან, რომელმაც 2011 წლის 22 ივლისს ნორვეგიაში 77 ადამიანი მოკლა. თუმცა, ბრეივიკის ადვოკატმა აღნიშნულის შესაძლებლობა, პრაქტიკულად, გამორიცხა.
ჰქონდა თუ არა კავშირი ახალი ზელანდიის მეჩეთებზე თავდამსხმელს ბრეივიკთან?