ახალი ამბები

ღარიბაშვილი ოკაცეს კანიონის ვიზიტორთა ცენტრის გახსნას დაესწრო

10 სექტემბერი, 2014 • • 5507
ღარიბაშვილი ოკაცეს კანიონის ვიზიტორთა ცენტრის გახსნას დაესწრო

ოკაცეს კანიონი კლდეზე დაკიდებულ კანიონის ბილიკს, ასევე საფეხმავლო ბილიკს, იტალიელი დიზაინერის მიერ გაშენებულ ორანჟერეას, დადიანების საბანაოს და სოფელი კინჩხას სამკასკადოვან ჩანჩქერს მოიცავს.

 

“ეს პროექტი მანამდე იყო დაანონსებული, თუმცა ჩვენი მოსვლის შემდეგ განვაახლეთ პროექტი და დავიწყეთ მშენებლობა. ეს კანიონი მართლაც უნიკალურია და ამით შეგვიძლია ვიამაყოთ. ამ რაიონის განვითარებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილი, ეს შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, ამ კანიონის განვითარების, ამ  ცენტრის აშენების შემდეგ ოთხმოცამდე ადამიანი იქნება პირდაპირ და არაპირდაპირ დასაქმებული,”– განაცხადა ღარიბაშვილმა. 

 

ღარიბაშვილი ასევე გარემოს დაბინძურების პრობლემას შეეხო და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის ღალატია:

 

“თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ გარემოს დაბინძურება არის ღალატი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობის წინაშე. ასე რომ, ყველას მოვუწოდებ მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ გარემოს დაბინძურებას და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ვაპირებთ, რომ ადმინისტრაციული ჯარიმების ოდენობა გავზარდოთ. მიმაჩნია, რომ იმ სიმდიდრეს, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, მოფრთხილება, შენარჩუნება და განვითარება სჭირდება.”

 

გარემოს დაცვის მინისტრის ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებით, პროექტის  ღირებულება 4 მილიონ 850 ათასი ლარია.  

 

ირაკლი ღარიბაშვილი ოკაცეს კანიონის ტერიტორიაზე. ფოტო: ღარიბაშვილსი ფეისბუქ გვერდიდან
ირაკლი ღარიბაშვილი ოკაცეს კანიონის ტერიტორიაზე. ფოტო: ღარიბაშვილსი ფეისბუქ გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი