ნეტგაზეთი | ახალ ზელანდიაში მეჩეთზე თავდასხმას 40 ადამიანი ემსხვერპლა ახალ ზელანდიაში მეჩეთზე თავდასხმას 40 ადამიანი ემსხვერპლა – Netgazeti
RU | GE  

ახალ ზელანდიაში მეჩეთზე თავდასხმას 40 ადამიანი ემსხვერპლა

ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისთჩერჩში, მეჩეთზე თავდასხმის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა. The Guardian-ის ინფორმაციით, მომხდართან კავშირის ბრალდებით ამ დროისთვის დაკავებულია 3 კაცი და ერთი ქალი. დაკავებულებს უამრავი საბრძოლო და ასაფეთქებელი მოწყობილობა უპოვეს. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ერთ-ერთი დაკავებული ავსტრალიის მოქალქეა და ის მემარჯვენე ულტრანაციონალისტური დაჯგუფების წევრი იყო.

თავად ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა და განაცხადა, რომ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდია. მომხდარის გამო ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. პოლიციამ მოქალაქეები გააფრთხილა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მეჩეთში მისვლისგან თავი შეიკავონ. გამოცემის ცნობით, თავდამსხმელებს სროლის პერიოდში, სავარაუდოდ, ლაივი ჰქონდათ ჩართული. The Guardian წერს, რომ თავდამსხმელების ობიექტი იყო ორი მეჩეთი – “ალ ნურისა” და ლინვუდის ისლამური ცენტრი . პირველში მოკლულია 30, ხოლო ისლამურ ცენტრში- 10 ადამიანი.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჯასიდა არდერნის თქმით, თავდასხმა წინასაწარ იყო დაგეგმილი და ახალი ზელანდია მისი მულტიკულტურული ღირებულებებიდან გამომდინარე შეარჩიეს.

ბრიტანული გამოცემა Daily Mail პოლიციის მიერ დაკავებულებისთვის ამოღებული იარაღის ფოტოებს ავრცელებს. იარაღის მჭიდებზე ქართულად დავით აღმაშენებელი და დავით სოსლანი აწერია. ვაზნაზე, ქართველი მეფის გარდა, სხვა ისტორიული პირებების სახელებიც წერია, როგორებიც არის ტრაფარგალის ბრძოოლის მონაწილე ადმირალი ედუარდ კოდრინგტონი და რუსი ადმირალი დმიტრი სევიანიმი.

ფოტო: Daily Mail

ამავე თემაზე

სუს-ი ახალი ზელანდიის ტერაქტის იარაღზე ქართული წარწერების საკითხს სწავლობს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.