ახალი ამბები

ანონსი – 9 სექტემბერი

9 სექტემბერი, 2014 • • 1102
ანონსი – 9 სექტემბერი
11:00 საათიდან თბილისში, საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და ფრაქციებში “საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის” განხილვა გაიმართება. 
 
11:00 საათზე, სასტუმროში  “Holiday Inn Tbilisi”  საქართველოს პრემიერ–მინისტრი პედაგოგებთან შეხვედრას გამართავს. 
 
 
11:30 საათზე „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში  დიდუბის    რაიონის გამგეობის სოციალური სამსახურის ყოფილი უფროსი მაია რუხაძე, სამსახურიდან  თანამშრომლების  გათავისუფლებასთან დაკავშირებით „პრესკონფერენციას“ გამართავს.
 
 
12.00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსში მინისტრი დავით სერგეენკო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება. 
 

12:00 საათზე „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები, ორგანიზაცია „სამართალდამცველთა დაცვის ლიგის“ წარმომადგენლები ირაკლი ფირცხალავა და ზაზა ჭაია. თემა: კრიმინოგენური ვითარება და პოლიციის მუშაობა.

 

12:00 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის“ ერთ-ერთი     ლიდერი გიორგი ახვლედიანი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უელსის სამიტის შედეგები,     მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე     პლაზა” მე-2 სართ. 

 

12:30 საათზე „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი,    ლევან კორტავას საქმეში ბრალდებულების ადვოკატებთან ერთად პრესკონფერენციას      თემა: კორტავას საქმის ახალი, სკანდალური დეტალები.
 
 
13:00 საათზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელი ეკატერინე ქარდავა ბრიფინგს გამართავენ. თემა-საჯარო უწყებებში სტუდენტთა სტაჟირების დაწყება. 
 
 
13:00 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” “ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უელსის სამიტის შედეგები, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.
 
 
14:00 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები ანა მიქაუტაძე და ირაკლი მამალაძე პრესკონფერენციას გამართავენ და იუნესკოს ცენტარალური ბიუროს მიერ გამოგზავნილ წერილს შინაარს გაასაჯაროვებენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.
 
15.00 საათზე, სოფელ ველისციხეში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ახალი საწარმოს გახსნას დაესწრება.
 
 
16:00 საათზე  ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველიშვილისადმი მიძღვნილი კვირეულთან დაკავშირებით ალექსეევკის შერეულ საავიაციო ბაზაზე  ავიაშოუ გაიმართება.
 
 
19:00-საათზე ხელოვნების სასახლეში ოთარ კობერიძის ანაბეჭდების გახსნა და ლია ელიავას წაგნის პრეზენტაცია გაიმართება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი