ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში, სამეგრელოსა და აჭარაში სარეალიზაციოდ განკუთვნილი 2 397 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი და ე.წ. ელექტრო-სიგარეტისთვის განკუთვნილი 4 470 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოიღო.
უწყების განცხადებით, უაქციზო პროდუქციის ღირებულება 33 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.