ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი: ისტორიული შესაძლებლობა გვაქვს, სომხურ-ქართული ურთიერთობები ახალ დონეზე ავიყვანოთ

13 მარტი, 2019 • 1038
ფაშინიანი: ისტორიული შესაძლებლობა გვაქვს, სომხურ-ქართული ურთიერთობები ახალ დონეზე ავიყვანოთ
 “ვფიქრობ, ისტორიული შესაძლებლობა გვაქვს, ჩვენს ქვეყნებს შორის მიმდინარე ურთიერთობები ახალ დონეზე ავიყვანოთ”, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დროს ერევანში.

“ჩემი პირველი ვიზიტი პრემიერ-მინისტრის რანგში სწორედ საქართველოში იყო და ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენი ხელისუფლება და პირადად მე განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სომხურ-ქართულ ურთიერთობებს.

მე აღვნიშნე, რომ ჩვენი ურთიერთობების საფუძველი ჩვენი ერთობლივი სტრატეგიული ინტერესები უნდა იყოს და მოხარული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდანაც ადეკვატური რეაქცია დავინახე. ახლა დადგა დრო, რომ ეს ურთიერთგაგება რეალობად ვაქციოთ”.

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება. სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრები გამართა როგორც ნიკოლ ფაშინიანთან, ასევე ქვეყნის პრეზიდენტთან, არმენ სარქსიანთან.

ზურაბიშვილი: მნიშვნელოვანია, ყარაბაღის კონფლიქტი საქართველოში არ იყოს გადმოტანილი

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი