ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ზურაბიშვილი: მნიშვნელოვანია, ყარაბაღის კონფლიქტი საქართველოში არ იყოს გადმოტანილი

13 მარტი, 2019 • 900
ზურაბიშვილი: მნიშვნელოვანია, ყარაბაღის კონფლიქტი საქართველოში არ იყოს გადმოტანილი

“საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში არსებული კონფლიქტები არანაირად არ იყოს გადმოტანილი და შემოტანილი საქართველოს ტერიტორიაზე და სომხური და აზერბაიჯანული წარმოშობის ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ჩვენს ქვეყანაში”, –  განაცხადა ერევანში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სომეხ კოლეგასთან, არმენ სარქსიანთან შეხვედრის დროს.

მისი თქმით, საქართველოსა და სომხეთში, ისევე როგორც მთლიან რეგიონში, არსებული გამოწვევების გასამკლავებლდ უალტერნატივო გზაა მშვიდობიანი გზა.

გარდა ამისა, ზურაბიშვილმა სომხეთისა და საქართველოს ერთობლივი პროექტებისა  და საზღვრის დელიმიტაციის შესახებაც ისაუბრა: “მეგობრებს შორის დელიმიტაციის პროცესი ამდენ ხანს არ უნდა გრძელდებოდეს”.

სომხეთში ვიზიტამდე ზურაბიშვილი აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს საქართველოს და აზერბაიჯანის ოკუპაციაზე ისაუბრა. 


აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი