ახალი ამბები

დაკავებულია 2 პირი, რომლებიც ურანის გასხვისებას 2.8 მლნ აშშ დოლარად აპირებდნენ – სუსი

13 მარტი, 2019 •
დაკავებულია 2 პირი, რომლებიც ურანის გასხვისებას 2.8 მლნ აშშ დოლარად აპირებდნენ – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე საქართველოს მოქალაქეები- გოჩა გ. და რომან ქ. ქობულეთში დააკავა.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ისინი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან და ბირთვული მასალის, ურანის გასხვისებას 2 800 000 აშშ დოლარად აპირებდნენ. დაკავებულების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ საგანზე ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად, მისი წონაა 40.19 გრამი და შეიცავს რადიოაქტიურ იზოტოპს “ურან-238”-ს, რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

გამოძიება ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველო აწარმოებს.

ამავე თემაზე

http://batumelebi.netgazeti.ge/news/187756/

მასალების გადაბეჭდვის წესი