ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ილია მეორეს სომხურ ეკლესიებზე ზრუნვა სთხოვა

7 ოქტომბერი, 2014 • • 1118
სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ილია მეორეს სომხურ ეკლესიებზე ზრუნვა სთხოვა

აღნიშნული შეხვედრის შესახებ სომხური მედია წერს. გამოცემა პანორამას ინფორმაციით, სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ილია მეორეს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სომხური კულტურული მემკვიდრეობის [ეკლესიები სურბ გევორგის, სურბ ნშანი და სურბ ნორაშენი] დაცვა და მათი აღდგენის საქმეში დაუყოვნებლივი ზომების მიღება სთხოვა.

 

სომხეთის პარლამენტის სპიკერის განმარტებით, “კულტურათაშორისი კავშირები ორ ქვეყანას შორის ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცეოდა და ეს ბუნებრივია, ვინაიდან ორი მეზობლის კულტურული კავშირები და ისტირიულად განპირობებული ღირებულებათა ერთიანი სისტემა შემდგომი თანამშრომლობის განვითარების ფუნდამენტია.”


როგორც გამოცემა პანორამა წერს, ილია მეორის თქმით, არსებული პრობლემის გადასაჭრელად ორ მოძმე ერი სამართლიან გადაწყვეტილებას მოძებნის. 


თბილისში რამდენიმე უმოქმედო ეკლესიაა, რომლებიც 15 წელია დავის საგანს წარმოადგენენ საქართველოს საპატრიარქოსა და სომხეთის სამოციქულო ეკლესიას შორის. მათ ნაწილს აღდგენა სჭირდება. 


 
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
   


 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი