გიგა მაქარაშვილი ფეხით მორიგ მსვლელობას იწყებს, ამჯერად – თელავიდან მესტიისკენ

აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ფეხით მორიგ მსვლელობას 2019 წლის 21 აპრილს იწყებს. საწყისი წერტილი ამჯერად თელავი იქნება.

#არგაჩერდეგიგა მეორე ტალღა იწყება! 21 აპრილს ჩემი თელავიდან დავიძრები, ისევ ფეხით და ისევ ჩემი დროშით ხელში! გავივლი 18 ქალაქს, 172 სოფელს. ვივლი 36 დღე და, ჯამში, 1138 კილომეტრს დავფარავ. 26 მაისს, ჩვენი სამშობლოს დაბდების დღეს, დროშას მესტიაში ავწევ და იქიდან დავიძახებ, რომ რუსეთი ოკუპანტია! ჩვენ მოვიგებთ ომს! #არგაჩერდესაქართველო“, – წერს გიგა მაქარაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე. 

მაქარაშვილმა პირველი მსვლელობა 2018 წელს მოაწყო. ის 13-დღიანი მსვლელობის შემდეგ, სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, ენგურის ხიდთან ჩავიდა. მაქარაშვილმა მსვლელობა თბილისიდან ენგურის ხიდამდე 14 სექტემბერს დაიწყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.