პირველი ადამიანი მარსზე, დიდი ალბათობით, ქალი იქნება. ამის შესახებ  CNN აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) ხელმძღვანელზე, ჯიმ ბრაიდესტაინზე დაყრდნობით წერს.

ბრაიდსტაინმა მარსზე ქალის გამგზავრების შესაძლებლობის შესახებ რადიოგადაცემაში – “საიენს ფრაიდეი” – სტუმრობის დროს განაცხადა. მართალია, მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ვისზე საუბრობდა, თუმცა მან თქვა, რომ ქალები ნასას სამომავლო გეგმაში დიდ როლს თამაშობენ.

გარდა ამისა, ნასას ხელმძღვანელმა ტვიტერზე ერთ-ერთი მომხმარებლის კითხვაზე, გაუშვებენ თუ არა ისინი შემდეგი მგზავრობისთვის მთვარეზე ქალს, უპასუხა, რომ ეს “აუცილებლად” მოხდება.