ახალი ამბები

“ფლაივისტას” თვითმფრინავი თბილისის მაგივრად ბათუმში დაეშვა

5 სექტემბერი, 2014 • 950
“ფლაივისტას” თვითმფრინავი  თბილისის მაგივრად ბათუმში დაეშვა

 “ახლა გამოგვიშვეს ნეიტრალურ ზონაში, დაახლოებით ერთი საათის მანძილზე არ მოგვცეს თვითმფრინავის დატოვების უფლება” – უთხრა “ბათუმელებს” გურამ როგავამ, ტელეარხ “იმედის” ჟურნალისტმა, რომელიც თვითმფრინავში იმყოფებოდა. მისივე თქმით,  მგზავრები ავიაკომპანიისგან განმარტებას და პასუხს ამაოდ ელოდნენ. 

 

“ფლაივისტა” დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელმაც 28 აგვისტოს დაიწყო კიევი-თბილისის მიმართულებით ავიარეისების შესრულება. 

 

“ბათუმელების” სატელეფონო ზარებს 5 სექტემბრის ღამე არც ავიაკომპანიაში და არც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში არ პასუხობდნენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი