ახალი ამბები

ზიდანი “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნდა

11 მარტი, 2019 • 1579
ზიდანი “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნდა

BBC-ის ინფორმაციით, ზინედინ ზიდანი მადრიდის “რეალში” მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაბრუნდა მას შემდეგ, რაც 10 თვის წინ ფრანგმა სპეციალისტმა ესპანური გრანდი დატოვა.

ზინედინ ზიდანმა სანტიაგო სოლარი შეცვალა, რომელიც სულ რაღაც 5 თვის განმავლობაში წვრთნიდა მადრიდულ გრანდს.

46 წლის ზიდანმა “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტი გასული წლის მაისში დატოვა მას შემდეგ, რაც კლუბთან ერთად ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. როგორც ბრიტანული გამოცემა იუწყება, ფრანგი სპეციალისტი მადრიდული გრანდის გაწვრთნაზე 2022 წლამდე დათანხმდა.

“რეალი” ამ დროისთვის ეპანეთის პრიმერა დივიზიონში მესამე ადგილზე იმყოფება და 12 ქულით ჩამორჩება პირველზე მყოფ ბარსელონას, რომელთანაც ბოლო ორი ელ-კლასიკო წააგო. გარდა ამისა, მადრიდული გრანდი ჯერ ესპანეთის თასის გათამაშებას გამოეთიშა, შემდეგ კი ამსტერდამის “აიაქსმა” გამოაგდო ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალიდან.

სწორედ ნაჩვენებმა ცუდმა შედეგმა განაპირობა ის, რომ კლუბის ხელმძღვანელებმა სანტიაგო სოლარის გაშვება და ზინედინ ზიდანის დაბრუნება გადაწყვიტეს, რომელიც მილიონობით გულშემატკივრისთვის მადრიდული კლუბისა და ზოგადად ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდად ითვლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი