“გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 1 სექტემბერს ვანის რაინის სოფელ ფერეთაში სამი ნიღბიანი პირი ქეთევან ო-ს საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. მათ სხეულის დაზიანებები მიაყენეს ქეთევან ო-სა და მის მცირეწლოვან შვილს. დამნაშავეები ფულსა და ძვირადღირებულ ნივთებს ითხოვდენ. მათ სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაზარალებულის სახლიდან ოქროს ნივთები და კლავიშებიანი სინთეზატორი წაიღეს. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ყველა პირის ვინაობა მომხდარიდან რამდენიმე წუთში დაადგინეს. ალექსანდრე რ. ცხელ კვალზე დააკავეს. დანარჩენი დამნაშავეების დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოძიება ყაჩაღობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 376-ე მუხლით)”, – ვკითხულობთ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შსს: ვანის რაიონში მომხდარი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გავხსენით
-
24.11.2026
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვა გადაიდო
-
24.11.2026
პოლონეთის საგარეომ საჰაერო სივრცის დარღვევების გამო რუსეთის ელჩი დაიბარა
-
24.11.2026
Rapporteur: კალასმა სირიასთან არაერთხელ დააყენა საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების საკითხი
-
24.11.2026
გრანტების სააგენტო 2027 წლის 1 იანვრიდან გაუქმდება
-
24.11.2026
„გაიყვანეთ ეს უზრდელი კაცი აქედან“ — ნიკა გვარამია საკონსტიტუციოდან გააძევეს
-
24.11.2026
პუტინმა გაგლოევი “სამხედრო-მემორიალურ საკითხებში წარმომადგენლად” დანიშნა
