ახალი ამბები

გივი თარგამაძე: იზორიას პასუხი სიცილ–ხარხარშია შეზავებული

3 სექტემბერი, 2014 • • 942
გივი თარგამაძე: იზორიას პასუხი სიცილ–ხარხარშია შეზავებული

 

,,შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისგან სრულიად ცინიკური, თავხედური, სიცილ–ხარხარში შეზავებული პასუხი მივიღეთ. ეს ყველაფერი ითქვა მას შემდეგ, რაც დღეს ვანში კიდევ ერთი საზარელი ამბავი მოხდა, როდესაც დედა და მცირეწლოვანი მძინარე ჩვილი გააუთოეს და სამართებლით დასერეს. ამ ფონზე კიდევ ჰყოფნით თავხედობა და დასცინიან საზოგადოებას და აგრძელებენ ჯიუტად იმის მტკიცებას, რომ ადამიანებს ეს ყველაფერი ეჩვენებათ. მინდა მივმართო მათ, იქნებ გააღვიძოთ ის ადამიანი და მოსწყვიტოთ ზვიგენს და მიხედოს რაღაცას. გავიგეთ, რომ შეუსრულა ყველა პირობა კრიმინალებს, ახლა დროა, რომ შეუსრულოს პირობები მოსახლეობას და იმ ამომრჩევლებს, რომელიც მოატყუა. ან დატოვოს ეს ქვეყანა და აცალოს იმ ხალხს, რომლებსაც რამის გაკეთება შეუძლია”- განაცხადა გივი თარგამაძემ. 

 

დღეს “ნაციონალურმა მოძრაობამ” პრემიერ–მინისტრს შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის გადაყენება მოსთხოვა, რასაც ჭიკაიძის მოადგილე ლევან იზორია სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა:

 

“ნაციონალური მოძრაობის განცხადებები, რის გამოც ჭიკაიძის გადადგომას ითხოვენ, ყოველგვარ რელაურ საფუძველს არის მოკლებლი და მიზნად ისახავს ჩვენი სამინისტროს დისკრედიტაციას. სინამდვილეში მინდა ინფორმაცია მოგახსენოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მკვლელობა გახსნილია. ეს არის ერთი, და მეორე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ არვითარი საფუძველი იმისთვის, რომ ვიფიქროთ, რომ კრიმინოგენური მდგომაეობა გაუარესებულია, არ არსებობს. ამისთვის მე მინდა მოვიხმო სტატისტიკა – კერძოდ, 2011 წლის აგვისტოში, სამწუხაროდ, ზუსტად იგივე რაოდენობა იყო –11, რაც გვაქვს 2014 წლის აგვისტოში. აქედან გამომდინარე ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ უწინ მათ გაშუქებას იშვიათად ჰქონდა ადგილი. დღეს თითქმის ყველა მკველლობა შუქდება და ამაში ჩვენი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იჩენს აქტიურობას და საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას. ჩვენი პრესსამსახური მომავალშიც გააგრძელებს ამას” – განაცხადა იზორიამ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი