ახალი ამბები

მარგველაშვილი: რაც უკრაინაში ხდება, 2008 წლის მოვლენების გაგრძელებაა

3 სექტემბერი, 2014 • 888
მარგველაშვილი: რაც უკრაინაში ხდება, 2008 წლის მოვლენების გაგრძელებაა

პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზდენტმა ეს განცხადება  ლონდონში, საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტში გააკეთა, სადაც გამოვიდა სიტყვით  „საქართველო და ევროპის უსაფრთხოება უკრაინის კრიზისის გათვალისწინებით“.  

 

“ უკრაინაში შექმნილმა კრიზისმა სულ უფრო მეტი კითხვა წარმოშვა რუსეთსა და დასავლეთს შორის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. პრეზიდენტის თქმით, საქართველოსთვის უცხო არ არის სხვა ქვეყნის ზეგავლენა და ანექსია და  როგორც რუსეთის მეზობელი ქვეყანა, ის კიდევ ერთი პოტენციური მესაზღვრეა ნდობის ამ ომში. მისი განცხადებით, ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების გაგრძელებაა – შედეგად კი, უკრაინის ტერიტორიები ისევე ოუპირებულია, როგორც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი” – განაცხადა მარგველაშვილმა .

 

“სიტყვით გამოსვლის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთო უელსში დაგეგმილ სამიტს და იმ მოლოდინს, რომელიც ქვეყანას ამ სამიტიდან აქვს. სახელმწიფოს მეთაურმა საზოგადოების წინაშე იმ წვლილზეც ისაუბრა, რომელიც საქართველო ნატოს მისიებში შეიტანა. მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ISAF-ის მისიაში საქართველო ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ქვეყანაა ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის და ევროკავშირის მისიასაც შეეხო, რომლის ფარგლებში ქართველი სამხედროები ცენტრალურ აფრიკაში მსახურობენ. მისი განცხადებით, საქართველო არის პრინციპული, პასუხისმგებლიანი მოთამაშე საერთაშორისო არენაზე საერთო უსაფრთხოების დამკვიდრების საკითხში.

 

საუბარი შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობასაც. როგრც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ეკონომიკურად და პოლიტიკურად სტაბილური საქართველო,  ეკონომიკურად და პოლიტიკურად სტაბილური უკრაინა არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის. პირიქით, სტაბილური საქართველო, სტაბილური უკრაინა არის კავკასიის ნათელი მომავლის საწინდარი, რაც ასევე სიკეთის მომტანია რუსი ხალხისთვის, მათ შორის ბიზნენსის წარმომადგენლებისთვის”, – ნათქვამია პრეზიდენტ მარგველაშვილის გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი