ახალი ამბები

2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის 35%-ით შემცირდა – საქსტატი

11 მარტი, 2019 • 1607
2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის 35%-ით შემცირდა – საქსტატი

საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, 2018 წელს წინა წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 34.9%-ით შემცირდა. წინასწარი მონაცემებით, გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი მოცულობა დაახლოებით 1.2 მილიარდი აშშ დოლარი იყო.

საქსტატის ცნობით, FDI-ის შემცირების მიზეზი გახდა მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში. საქსტატის ხელმძღვანელის, გოგიტა თოდრაძის თქმით, FDI-ის შემცირების კიდევ ერთი მიზეზი მე-4 კვარტალში ინვესტიციების მოცულობის მკვეთრი კლება (62%) გახდა. შედაგად, ინვესტიციები 2014 წლიდან ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

წყარო: საქსტატი

გასული წლის უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის არიან: აზერბაიჯანი – 240 მლნ აშშ დოლარი; გაერთიანებული სამეფო – 203.7 მლნ აშშ დოლარი; ნიდერლანდები – 167.9 მლნ აშშ დოლარი.

წყარო: საქსტატი

2018 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში 277.9 მლნ. აშშ დოლარი განხორციელდა. მეორე ადგილზეა ტრანსპორტის სექტორი დაახლოებით 210 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე  – ენერგეტიკის სექტორი 157.2 მლნ. აშშ დოლარით.

მასალების გადაბეჭდვის წესი