საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი მინაშვილის აზრით, წარმოდგენილი რეზოლუცია რეალური პრობლემის მიჩქმალვას ემსახურება: 

 

“ვინაიდან “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილ რეზოლუციაში ბმა არ არის საქართველოს ოკუპაციასთან, ვინაიდან ამ რეზოლუციაში საუბარი არ არის სანქციებზე რუსეთის წინააღმდეგ, ასევე არ არის საუბარი აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის დავალებაზე და ვინაიდან არ არის საუბარი პუტინის პირად პასუხისმგებლობაზე და საუბარი არ არის უკრაინისათვის სამხედრო მხარდაჭერაზე, ვინაიდან ეს რეზოლუცია არის მცდელობა რეალური პრობლემების მიჩქმალვის, ჩვენ თავს შევიკავებთ მხარდაჭერისგან, რადგან არ გვინდა რეზოლუცია რეზოლუციისთვის, არამედ ქმედითი დოკუმენტი გვინდა.”

 

რეზოლუციის  თანახმად, საქართველოს პარლამენტი კიდევე ერთხელ უცხადებს სოლიდარობას უკრაინის ხელისუფლებასა და ხალხს. ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. 


რეზოლუციის ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ აქ. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *