“თიბისი ბანკის” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეს თავის დაკავებას არ გამორიცხავს.
“კვირის პალიტრის”კ ითხვის საპასუხოდ, გამორიცხავს თუ არა, რომ მართლა დააკავონ, ხაზარაძე პასუხობს:
“ამ სიტუაციაში მე არაფერს გამოვრიცხავ”.
ამასთან, ხაზარაძე ფსიქოლოგიურ ზეწოლად მიიჩნევს მისი შესაძლო დაკავების შესახებ გავრცელებულ ხმებს.
“არ არის ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა?! ჩემი პარტნიორები ამას რომ მეკითხებიან, არ არის ეს მათზე ზემოქმედების ბერკეტი?!”, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.