ომარ ნიშნიანიძის თქმით, ცოცხი საპარლამენტო უმცირესობის ჩასაცოცხად არის საჭირო:

 

“ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო. თქვე დალოცვილებო, უკრაინაში სირბილს და იქ რჩევებით მიცემით, ხომ დაღუპეთ ის ქვეყანა? ჩვენი ქვეყანას რა დამართეთ, აღარ გახსოვთ? თქვენი რჩევები ვის რაში ჭირდება? ამიტომაც ჩვენ, რა თქმა უნდა,  ვუთანაგრძნობთ უკრაინელ ხალხს, ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას, ჩვენ ვართ მადლიერი უკრაინელი ხალხის მიმართ, რომლებიც მხარს გვიჭერდნენ თავის დროზე. ამიტომაც ჩვენ მხარს ვუჭერთ მომზადებულ რეზოლუციას, რომელსაც მივიღებთ, მაგრამ თქვენც გაიხსენეთ რაღაც, სკლეროზი ხომ არ გჭირთ, ნუ გგონიათ, რომ საქართველოს მოსახლეობას სჭირს სკლეროზი,  ძალიან ცდებით. ეს თქვენ უფრო გჭირთ სკლეროზი. ჩემი წინადადებაა მაშინ, იქნებ ჩემი ხელფასის ნაწილით ერთი პარტია “ბილობილი” შემოვიტანოთ და ვასვათ ამათ. ნებით არ მიიღებენ, მაგრამ გავაღებინოთ პირი და ჩავუდოთ პირში, რაიმე მოვუხერხოთ, იქნებ გამოფხიზლდნენ, დიდი იმედი არ მაქვს, მაგრამ იქნებ მაინც ეშველოთ რამე. ჩემო კარგებო, მიმაჩნია რომ  ერთი კარგი დიდი ცოცხი მართლა საჭიროა. მაგ საქმისთვის არა, თქვენ რომ გაიფიქრეთ. დიდი ცოცხი საჭიროა იმისათვის, რომ თქვენ ჩაგცოცხოთ მართლაც, როგორც თავის დროზე საქართველოს მოსახლეობის საუკეთესო ნაწილი ჩარეცხეთ თავის დროზე, ასე არ გეგონოთ,  თქვენ ხართ თვით პოლიტიკურ სანაგვეზე გადასაყრელი და ჩასაცოცხი, ჩემო კარგებო”, – განაცხადა ნიშნიანიძემ.

 

ომარ ნიშნიანიძე პარლამენტის წევრობის გარდა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტის, მსოფლიო ისტორიის მიმართულების ასოცირებული პროფესორია.

 

პარლამენტი დღეს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას აპირებს. რეზოლუციის პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი კიდევე ერთხელ უცხადებს სოლიდარობას უკრაინის ხელისუფლებასა და ხალხს. გმობს რუსეთის აგრესიას და ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *