ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი, ცხინვალი და მოსკოვი NATO-ს ტიპის სამხედრო ალიანსის შექმნას გეგმავენ

3 სექტემბერი, 2014 • • 1118
სოხუმი, ცხინვალი და მოსკოვი NATO-ს ტიპის სამხედრო ალიანსის შექმნას გეგმავენ

როგორც გამოცემა იზვესტიასთან საუბარში აფხაზეთში სამხრეთ ოსეთის ელჩი, ოლეგ ბოციევი ამბობს, საუბარი შეეხება მძლავრი ბლოკის შექმნის სამზადისს, რომელიც “NATO-ს მსგავსი და მის საწინააღმდეგო” იქნება. მისივე განმარტებით, მხარეები მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ. 

 

საქმე იმაშია, რომ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს არ შეუძლიათ შევიდნენ საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნების სამხედრო-პოლიტიკურ კავშირში [კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია], ვინაიდან აღნიშნული ორგანიზაციის წევრები მათ, როგორც სახელმწიფოებს არ აღიარებს. 

 

“გასაგებია, რომ პირველ რიგში სამხედრო შემადგენელი იარსებებს ამ ორგანიზაციაში. უკვე შემდგომში კი ხელმოწერილი იქნება შეთანხმება ჩვენი რეგიონის ეკონომიკური და საინფორმაციო უსაფრთხოების შესახებ,”- ამბობს ბოციევი. 

 

“ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს ვმართავთ სამხრეთ ოსეთის მხარესთან, რომ ჩვენს შეთანხმებას შემოუერთდნენ. მივიჩნევთ, რომ სამმხრივი შეთანხმება იქნება NATO-სა და მისი პარტნიორი საქართველოს ნაბიჯებზე ჯანსაღი რეაქცია,”- ამბობს აფხაზეთის ვიცეპრეზიდენტი ვიტალი გაბნია. 


რაულ ხაჯიმბა, ვლადიმერ პუტინი; ფოტო: რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
რაულ ხაჯიმბა, ვლადიმერ პუტინი; ფოტო: რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია


   
   


მასალების გადაბეჭდვის წესი