ღონისძიებას საინფორმაციო გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. კამპანიის ფარგლებში კომპანიისა და მედცენტრის წარმომადგენლები ფოთის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ქობულეთისა და ბათუმის მოსახლეობას შეხვდნენ. კომპანია რევოლუციის წარმომადგენლების მიერ ონკოლოგიური დაავადებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება მოხდა. მათ  საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს და ონკოლოგიურ კლინიკაში არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას შეუწყვეს ხელი.

 

გარდა ამისა, კლინიკის წარმომადგენლების მიერ მოსახლებისთვის მინიპრეზენტაციები ჩატარდა. კლინიკის ერთ- ერთმა თანამშრომელმა, ნინო შერვაშიძემ საზოგადოებას გააცნო, რა მომსახურებების მიღება შეუძლიათ პაციენტებს ონკლოლოგიურ კლინიკაში და რომელი უფასო პროგრამები მოქმედებს იქ. ამასთანავე, საზოგადოების  გარკვეულ ნაწილს უფასო კონსულტაციებიც ჩაუტარდა.

 

მედცენტრში დანერგილი ახალი სამედიცინო აღჭურვილობა, მაღალკვალიფიციური პერსონალი და თანამედროვე სამედიცინო მენეჯმენტი პაცინეტებს იმ სამედიცინო სერვისის მიღების საშუალებას აძლევს, რაც ეფექტური მკურნალობისათვის არის აუცილებელი.

 

მედცენტრში გამოცდილი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მუშაობენ, რომლებიც  პროფესიონალურ სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფენ. მათ შორის 7 მედიცინის დოქტორია.

 

კლინიკაში მოქმედებს სხვადასხვა სამედიცინო სადაზღვეო პროგრამა, მათ შორის: აჭარის ა რ ჯანმრთელობის დაცვის, ბათუმის მერიის, ეროვნული სკრინინგისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა.

 

მსგავსი ტიპის ღონისძიების ჩატარებას კომპანია „რევოლუცია“ და კლინიკა „მედცენტრი“ სამომავლოდაც გეგმავს და მას სისტემატიური ხასიათი მიეცემა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *