ახალი ამბები

გლდანში ბანკზე თავდასხმამდე ყაჩაღებმა, სავარაუდოდ, მძევლები აიყვანეს

8 მარტი, 2019 • 1037
გლდანში ბანკზე თავდასხმამდე ყაჩაღებმა, სავარაუდოდ, მძევლები აიყვანეს

გლდანში, “საქართველოს ბანკზე” თავდასხმამდე ყაჩაღებმა, სავარაუდოდ, მძევლები აიყვანეს.

როგორც IPN წყაროზე დაყრდნობით წერს, თავდამსხმელებმა „სუზუკის“ მარკის ავტომობილი, ორ ადამიანთან ერთად, დღეს, 8 მარტს, ბანკზე თავდასხმამდე ჯერ კიდევ რამდენიმე საათით ადრე გაიტაცეს. ბანკზე თავდასხმის შემდეგ კი, ბანკის ტერიტორიაზე მანქანიდან ჩამოაგდეს, თავად ჩასხდნენ იმავე მანქანაში და გაიქცნენ.

ამ ფაქტის გადამოწმებას “ნეტგაზეთი” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეეცადა. უწყებაში განგვიცხადეს, რომ ამჟამად თავდამსხმელებს მძევლები არ ჰყავთ, დამატებით დეტალებს კი გამოძიება დაადგენს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს მომხდარი თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე არ დასტურდება ბანკიდან ფულის გატაცების ფაქტი.

მომხდარზე გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს, მათ შორისაა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. გამოძიება ასევე მიმდინარეობს ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაარმდეგო შეძენა-შენახვის მუხლებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი