ნეტგაზეთი | საქართველოს მოქალაქეობა 2013 წელს ყველაზე მეტმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა 2013 წელს ყველაზე მეტმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიიღო – Netgazeti
RU | GE  

საქართველოს მოქალაქეობა 2013 წელს ყველაზე მეტმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიიღო

2005-2013 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების 53 067 ფაქტი დაფიქსირდა.  

 საქართველოს პრეზიდენტმა ყველაზე მეტ უცხო ქვეყნის მოქალაქეს მოქალაქეობა 2013 წელს მიანიჭა – ამ წელს სულ 9626 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” [IDFI ავრცელებს.

 

IDFI-ს ცნობით, 2005-დან 2013 წლების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა, საერთო ჯამში, 53 067-მა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიიღო. მათგან რუსეთის 37 462 მოქალაქე, თურქეთის – 3 464, ხოლო ისრაელის 3 367 მოქალაქეა.

 

რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს მოქალაქეობის მოთხოვნა 2-ჯერ აღემატება ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქეზე (15 605 პირი) საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევებს. IDFI ამ ფაქტს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ეთნიკური ქართველების გააქტიურებას უკავშირებენ.

 

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” წერს, რომ თურქეთის მოქალაქეებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევების დიდი რაოდენობა განაპირობა, რომ “საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2013 წელს საპრეზიდენტო ვადის უკანასკნელ თვეებში თურქეთის მოქალაქეობის მქონე ეთნიკურ ქართველების უპრეცედენტო რაოდენობას გამარტივებული წესით მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა. 2013 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა დაახლოებით იმდენ თურქეთის მოქალაქეს, რამდენსაც ერთობლივად 2005-2012 წლებში.”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თეონა გოდერძიშვილი