ახალი ამბები

საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაიზარდა

1 სექტემბერი, 2014 • 1278
საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაიზარდა

ამ ინფორმაციას IDFI [ინფორმაციის თავისუფლების განვიტარების ინსტიტუტი] ავრცელებს, რომელმაც 1 სექტემბერს  უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაცემული ბინადრობის ნებართვის და უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველვოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია  გამოაქვეყნა.

2012 წელს საქართველოს მთავრობას ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თხოვნით 599 განმცხადებელმა მიმართა, მათ შორის იყო 443 ერაყელი წარმომავლობის მოქალაქე. წარმოდგენილი მოთხოვნებიდან დაკმაყოფილდა 44 განცხადება. 2013 წელს კი თავშესაფარი სხვადასხვა ქვეყნებიდან, ჯამში, 717-მა უცხოელმა ითხოვა, მათ შორისაც ჭარბობდა ერაყელი წარმოშობის 478 მოქალაქე. აქედან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი 31 მოქალაქეს მიენიჭა.

 

IDFI ერაყის მოქალაქეების გააქტიურებას თავშესაფრის ძიების მხრივ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ კონფლიქტურ მოვლენებს უკავშირებს.

 

“ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებმა და არსებულმა საომარმა მოქმედებებმა აიძულა ამ ქვეყნების მოქალაქეები დაეტოვებინათ საცხოვრებელი და თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით მიემართათ სხვადასხვა სახელმწიფოებისათვის, მათ შორის საქართველოსთვის”, – წერს IDFI.

 

2013 წელს საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან 31-მა მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი. მათგან 4 აზერბაიჯანის, 28 კი რუსეთის მოქალაქე იყო. სომხეთიდან თავშესაფრის მოთხოვნით საქართვლოს მთავრობისათვის არც ერთ მოქალაქეს არ მიუმართავს. მონაცემებში არაა დაფიქსირებული მონაცემები თურქეთიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი