ნეტგაზეთი | ქადაგიძე: TBC-ის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა ადეკვატური გადაწყვეტილება იქნება ქადაგიძე: TBC-ის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა ადეკვატური გადაწყვეტილება იქნება – Netgazeti

ქადაგიძე: TBC-ის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა ადეკვატური გადაწყვეტილება იქნება

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა. როგორც ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ემხრობა TBC ბანკის საქმის  მაქსიმალურ გამჭვირვალობას და მიიჩნევს, რომ ამ კუთხით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა ყველაზე ადეკვატური გადაწყვეტილება იქნება:

“თიბისი ბანკი არის საქართველოში ყველაზე მსხვილი ფინანსური ჯგუფი. შესაბამისად, ის მოვლენები და კითხვები, რომლებიც ამ ჯგუფის დამფუძნებელი პარტნიორების გარშემო ისმის, საჭიროებს პასუხებს ყველა მხრიდან და მხოლოდ და მხლოდ ძალიან მაღალი დონის საჯაროობა არის გმაოსავლი, ვინაიდან ეს საკითხი უკვე გასცდა კონკრეტული ბიზნესჯგუფის არეალს და წარმოადგენს გაცილებით დიდი საჯარო ინტერესის საგანს, რაზეც ამ საქმის დღევანდელი რეზონანსულობა მეტყველებს.

მიველსამები საჯაროობას, მივიჩნევ, პარლამენტის როლი უნდა გაძლიერდეს ამ საქმეში. ჩვენ ვნახეთ, რომ პარლამენტის კომიტეტზე ისმოდა ყველაზე ხმაურიანი განცხადებები. ამიტომ, ვფიქრობ, დროებითი საგამოძიებო კომისია არის ყველაზე ადეკვატური გადაწყვეიტლება იმ თვალსაზრისით, რომ საგამოძიებო კომისიის მანდატის ქვეშ ყველა მოხელეს მოუწევს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა” ,- ამბობს ქადაგიძე.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.