სერგეი ლავროვის თქმით, უკარინის ჯარებმა “უნდა დატოვონ პოზიციები იქ, საიდანაც მათ მოსახლეობისათვის ზიანის მიყენება შეუძლიათ”.

 

უკრაინელი და რუსი ოფიციალური პირების მოლაპარაკებების შეხვედრა სეპარატისტ ამბოხებულებთან და საერთაშორისო დამკვირვებლებთან დღეს ბელორუსის დედაქალაქ მინსკში იგეგმება.

 

დაახლოებით 2600 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც დაიწყო ბრძოლა პრორუს ამბოხებულებსა და უკრაინელ ჯარს შორის აპრილში.

 

კონფლიქტი მარტში რუსეთის მიერ სამხრეთ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიამ გამოიწვია.

 

გასულ კვირას გაიმართა პირველი მოლაპარაკებები ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის მინსკში. თუმცა შეხვედრა მნიშვნელოვანი შედეგით არ დასრულებულა. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *