ამავე გამოცემის ინფორმაციით, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა გადაიხადოს მისი “აგრესიის” საფასური.
დაახლოებით 2600 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც დაიწყო ბრძოლა პრორუს ამბოხებულებსა და უკრაინელ ჯარს შორის აპრილში.
კონფლიქტი მარტში რუსეთის მიერ სამხრეთ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიამ გამოიწვია.
გასულ კვირას გაიმართა პირველი მოლაპარაკებები ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის მინსკში. თუმცა შეხვედრა მნიშვნელოვანი შედეგით არ დასრულებულა, -წერს “ბიბისი”.
ე.წ. უკრაინის საკონტაქტო ჯგუფების შეხვედრა დღესაა ჩანიშნული და მინსკში გაიმართება.
მოლაპარაკებებს უკრაინისა და რუსეთის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

