ახალი ამბები

ილია მეორე აზერბაიჯანში მიიწვიეს

29 აგვისტო, 2014 • 1146
ილია მეორე აზერბაიჯანში მიიწვიეს

მისი თქმით, თუკი პატრიარქი ვიზიტს გადაწყვეტს, ამ ღონისძიებაში მონაწილეობას პარლამეტის წარმომადგენლებიც მიიღებენ.

 

“ჩვენ, რა თქმა უნდა, პარლამენტის წარმომადგენლები მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა ასეთ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში, თუ ის შედგება და თუ მისი უწმინდესობა გადაწყვეტს ამ ვიზიტს, ვინაიდან ეს ის შემთხვევაა, როდესაც რელიგიური და საერო საკითხები სწორედ ასეთ ვითარებებში უნდა იყოს ხოლმე რაც შეიძლება უკეთ კოორდინირებული, რათა ყველა მიზანი მიღწეული იყოს,” – თქვა დავით უსუფაშვილმა.

 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ფაშა ზადე როგორც პატრიარქის, ასევე ქართველი ხალხის მეგობარია, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობის გასაღრმავებლად.

 

“ბატონი ფაშა ზადე არის არა მხოლოდ სრულიად კავკასიის მუსლიმთა ლიდერი, არამედ საქართველოს დიდი მეგობარი, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ილია მეორის დიდი მეგობარი და პატივისმცემელი და იგი მუდმივად იმეორებს, რომ საქართველოს პატრიარქი კავკასიის სულიერი ლიდერია და მისი პირადი პატრიარქიცაა. ამით ის გამოხატავს იმ პატივისცემას, რომელიც მას აქვს არა მხოლოდ პატრიარქისადმი, არამედ საქართველოსადმი და ქართველი ხალხისადმი.

 

ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ ურთიერთობის გასაღრმავებლად, კიდევ უფრო გასამტკიცებლად, რაც უკვე არის ჩამოყალიბებული საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის,” – თქვა დავით უსუფაშვილმა

 

მისი განცხადებით, ქართულ–აზერბაიჯანული ურთიერთობები ბევრი რეგიონისთვის მისაბაძ მაგალითად შეიძლება იქცეს

 

“შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენ შესაძლოა ქართულ–აზერბაიჯანული ურთიერთობები ვაქციოთ როგორც ძალიან ბევრი რეგიონისთვის მისაბაძი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის მქონე ერებმა მოახერხონ ჰარმონიული ურთიერთობა და განვითარება, რომლიც არ ეფუძნება მხოლოდ მატერიალურ, კომერციულ ინტერესებს. ეს ეფუძნება უფრო ფართო გააზრებას იმისა, რომ სამეზობლოში საჭიროა მშვიდობა, ერთმანეთის პატივისცემა და ასე შემდეგ,” – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელი ალაჰშუქურ ფაშაზადე ორდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფაშაზადეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე დახვდა, რის შემდეგაც მხარეებს შორის შეხვედრაც გაიმართა.

ფაშაზადე და ილია მეორე. /მონტაჟი
ფაშაზადე და ილია მეორე. /მონტაჟი

მასალების გადაბეჭდვის წესი