BBC-ს ცნობით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) აცხადებს, რომ სირია “ჩვენი დროის ყველაზე დიდი ჰუმანიტარული საფრთხის წინაშეა”. სირიელი მოსახლეობის თითქმის ნახევარს საკუთარი სახლების დატოვება მოუხდა.
ლტოლვილთა უმეტესობა სირიის მოსაზღვრე ქვეყნებს შეეხიზნა, მათ შორის, 1.4 მილიონი ადამიანი თავშესაფარს ლიბანში ეძებს.
სამწლიანი სამოქალაქო ომის განმავლობაში სირიაში 190.000–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ოპოზიციური ძალები სირიაში ებრძვიან პრეზიდენტ ბაშარ ალ–ასადის მომხრეებს, მას შემდეგ, რაც 2011 წლის მარტში მთავრობამ პრეზიდენტის მმართველობის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები ჩაახშო.
უკანასკნელ თვეებში სიტუაცია გაუარესდა, რადგანაც ფორმირდა და გაძლიერდა ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფება, რომელიც ახლა სირიისა და ირანის დიდ ნაწილს აკონტროლებს.
სირიაში მიმდინარე მოვლენებსა და აშშ-ის სამოქმედო გეგმაზე გააკეთა კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 28 აგვისტოს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.
“ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს სტრატეგია. პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს მკაფიო გეგმები და შეგვიძლია, მათი განვითარება”.
ქვეყნის პირველმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ “ასადმა დაკარგა ლეგიტიმურობა უდანაშაულო ოჯახების დაბომბვითა და ათობით ათასი ადამიანის დახოცვით”.
